სახელმწიფო ვალმა $9.5 მილიარდს მიაღწია – რომელი ქვეყნების და საფინანსო ინსტიტუტების ვალი აქვს საქართველოს

სახელმწიფო ვალმა $9.5 მილიარდს მიაღწია – რომელი ქვეყნების და საფინანსო ინსტიტუტების ვალი აქვს საქართველოს

ფინანსთა სამინისტრომ 2026 წლის იანვრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის ამსახველი სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალის მთლიანი მოცულობა 9.5 მილიარდ დოლარს აღწევს, რაც წლიურად 200 მილიონ დოლარზე მეტად არის გაზრდილი.

ვალის ზრდაზე გავლენა მოახდინა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაფორმებულმა ახალმა საკრედიტო შეთანხმებებმა, რომლებიც მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. მათ შორისაა 360-მილიონიანი საკრედიტო შეთანხმება, რაც ფინანსთა სამინისტრომ აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ბათუმი-სარფის მაგისტრალის და გვირაბის მშენებლობისთვის გააფორმა.

საქართველოს საგარეო კრედიტების უდიდესი ნაწილი სწორედ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წინაშე აღებულ სესხებს უკავშირდება. მთლიანი პორტფელით პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი 2.6 მილიარდი დოლარის ოდენობით. მეორე პოზიციას 2.3 მილიარდი დოლარით მსოფლიო ბანკი იკავებს. რაც შეეხება ქვეყნებს, მათ შორის პირველ ადგილზეა საფრანგეთი (AFD), რომლის მიმართაც საქართველოს 890 მილიონი დოლარის ვალი აქვს.

2026 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალი კრედიტორების მიხედვით ასე ნაწილდება:

კრედიტორივალის ნაშთი
აზიის განვითარების ბანკი (ADB)2.61 მილიარდი დოლარი;
მსოფლიო ბანკის ჯგუფი2.32 მილიარდი დოლარი;
ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB)1.23 მილიარდი დოლარი;
საფრანგეთი (AFD)890 მილიონი დოლარი;
ევრობონდი602 მილიონი დოლარი;
გერმანია (KFW)590 მილიონი დოლარი;
სებ-ის ვალი IMF-ის მიმართ306 მილიონი დოლარი;
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB)248 მილიონი დოლარი;
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)235 მილიონი დოლარი;
ევროკავშირი (EU)159 მილიონი დოლარი;
მთავრობის ვალი IMF-ის მიმართ154 მილიონი დოლარი;
იაპონია113 მილიონი დოლარი;
სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD)38 მილიონი დოლარი;
ევროსაბჭოს განვითარების ბანკი (CEB)17 მილიონი დოლარი;
ავსტრია10 მილიონი დოლარი;
ქუვეითი7 მილიონი დოლარი;
სკანდინავიური გარემოსდაცვის საფინანსო კორპორაცია (NEFCO)5 მილიონი დოლარი;
ამერიკის შეერთებული შტატები4 მილიონი დოლარი.

წყარო: ფინანსთა სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ – ლაშა ხუციშვილი

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო…

“გვექნება [ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების] დიდი გამოშვება, სადაც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიებს მოვიწვევთ”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა 500-მილიონიანი ევრობონდის…
2025 წელს მთავრობამ გეგმაზე ₾17 მილიონით მეტი გადასახადები აკრიფა – შესრულების ანგარიში

2025 წელს მთავრობამ გეგმაზე ₾17 მილიონით მეტი გადასახადები აკრიფა…

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში…
ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში მუშაობა დაიწყო სავალუტო ფონდის მორიგმა მისიამ (staff visit). დღეს…